1) კაზუსი
შესანიშნავი წვეულების შემდეგ გიორგი აღმოაჩენს, რომ დაბადების დღეზე ბაბუასაგან საჩუქრად მიიღო 100 ლარი. ტელევიზორის ყურებისას იგი მოისმენს ინფორმაციას ლატარიის კომპანიაში მომდევნო დღეს დაგეგმილ გათამაშებასთან დაკავშირებით, რომლის ჯეკ-პოტი შეადგენს 1 000 000 ლარს. გიორგი აღტაცებული ხვდება ამ ამბავს, ნაჩუქარი 100 ლარიდან იღებს 2 ლარს და ყიდულობს ლატარიის ერთ ბილეთს იმ იმედით, რომ იღბალი გაუმართლებს და უფრო დიდი თანხის შეგროვებას შეძლებს საოცნებო ველოსიპედის შესაძენად.
შინ დაბრუნებისას გიორგი უმხელს დედას შეძენილი ბილეთის ამბავს და სთხოვს, რომ მასთან ერთად უყუროს ლატარეის გათამაშებას. დედა გაოცებულია გიორგის გამბედაობით, რომ დაუკითახავად იყიდა ლატარეის ბილეთი, თუმცა მე-8 კლასის წარჩინებით დამთავრებისათვის იგი გადაწყვეტს შვილის წახალისებას და შეაქებს გიორგის ბილეთის დროულად შეძენისათვის.
გათამაშების შედეგებიდან ირკვევა, რომ გიორგის ბილეთი მომგებიანია და მოგებული თანხა შეადგენს 2000 ლარს. თანხის განაღდების შემდეგ გიორგი გადაწყვეტს, რომ ველოსიპედის ყიდვა აღარ გადადოს. იგი შედის მაღაზიაში, ირჩევს ველოსიპედს, ყიდულობს მას და მენეჯერთან ტოვებს თავისი სახლის მისამართს, რომელზეც უნდა მოხდეს ველოსიპედის გაგზავნა. მხარეები თანხმდებიან, რომ გიორგი ნასყიდობის თანხას გადაიხდის კურიერის მიერ ველოსიპედის მისთვის მითითებულ მისამართზე ჩაბარებისთანავე.
დათქმულ დროს გიორგის კურიერი აბარებს მის საოცნებო ველოსიპედს და მოითხოვს გიორგისაგან საფასურის გადახდას.
აქვს თუ არა მაღაზიას გიორგისაგან თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება სსკ 477-ე მუხლიდან გამომდინარე?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s